ურუგვაელი ფეხბურთელი: “უკრაინაში არასოდეს დავბრუნდები “

“დინამო კიევის” ვინგერი, კარლოს დე პენა ურუგვაიში ჩავიდა და ადგილობრივ მედიასთან განაცხადა, რომ უკრაინაში აღარასოდეს დაბრუნდება.

„ძალიან რთული პერიოდის გავლა მომიწია, მაგრამ ახლა ყველაფერი კარგადაა, უკრაინაში აღარასოდეს დავბრუნდები, ყველაფერი იქ დავტოვე, მაგრამ აღარ მჭირდება.

ჩემთვის მნიშვნელოვანია ოჯახთან და მეგობრებთან ახლოს ყოფნა. დიახ, “დინამოსთან” კონტრაქტი მაქვს, მაგრამ არ მაინტერესებს. იქ არ დავბრუნდები!“ – თქვა დე პენამ.

დე პენა “დინამო კიევში” 2019 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში 23 მატჩში მის ანგარიშზე 2 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

ურუგვაელი ფეხბურთელი: “უკრაინაში არასოდეს დავბრუნდები “

სტატიის ავტორი
-