ვაკო გვილია ექსტრაკლასას სიმბოლურ გუნდში მოხვდა 

პოლონეთის ჩემპიონატის 31-ე ტურის შეხვედრის სიმბოლურ გუნდში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ვაკო გვილია მოხვდა.

26 წლის ფეხბურთელმა “შლასკთან” შეხვედრაში დუბლის შესრულება მოახერხა და ვარშავის “ლეგიას” 2:0 მოაგებინა.

ვაკო გვილია ექსტრაკლასას სიმბოლურ გუნდში მოხვდა  1

ეს ქართველი ფეხბურთელისთვის მიმდინარე სეზონში მეათე გოლი იყო, გარდა ამისა, მის ანგარიშზე 9 საგოლე გადაცემაა.

დედაქალაქური კლუბი ამ გამარჯვების შემდეგ 63 ქულა დააგროვა ჩემპიონობას კიდევ უფრო მიუახლოვდა. შემდეგი შეხვედრა ვარშაველებს “იაგელონიასთან”, 24 ივნისს აქვთ.

ვაკო გვილია ექსტრაკლასას სიმბოლურ გუნდში მოხვდა 

სტატიის ავტორი
-