ვაკო გვილია ექსტრაკლასას სიმბოლურ გუნდში მოხვდა 

პოლონეთის ჩემპიონატის 35-ე ტურის სიმბოლურ გუნდში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ვაკო გვილიაც მოხვდა.

ქართველი ფეხბურთელი ექსტრაკლასას კვირის 11 საუკეთესო ფეხბურთელს შორის მას მერე დასახელდა, რაც “კრაკოვიასთან” 2:0 მოგებულ შეხვედრაში გოლის გატანა და გათამაშების დასრულებამდე 2 ტურით ადრე, ჩემპიონის ტიტულის მოპოვება მოახერხა.

26 წლის ლეგიონერმა თავი ამ სეზონში 11 გოლითა და 9 საგოლე გადაცემით გამოიჩინა, მან კარიერაში ბელარუსის შემდეგ უკვე მეორე ქვეყნის, პოლონეთის ჩემპიონობაც იზეიმა.

 

ვაკო გვილია ექსტრაკლასას სიმბოლურ გუნდში მოხვდა 

სტატიის ავტორი
-