ვაკო გვილია პოლონეთის ჩემპიონატის 24-ე ტურის საუკეთესო ფეხბურთელია

ვაკო გვილია პოლონეთის ჩემპიონატის 24-ე ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

ქართველმა ფეხბურთელმა უშუალო კონკურენტ “კრაკოვიასთან” მატჩში ულამაზესი გოლი გაიტანა. ამის გარდა, 25 წლის ნახევარმცველმა რამდენიმე შესანიშნავი საგოლე მომენტი შეიქმნა. ვაკო “ლეგიას” რიგებში ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე იყო.

გვილია ერთა ლიგის ნახევარფინალამდე შესანიშნავ ფორმაში შევიდა. პოლონელთა მე-8 ნომერმა წინა ზედიზედ 2 მატჩში საგოლე გადაცემა შეასრულა, ახლა კი, ჯამში მის ანგარიშზე 4 გოლი და 4 ასისტია.

 

ვაკო გვილია პოლონეთის ჩემპიონატის 24-ე ტურის საუკეთესო ფეხბურთელია

სტატიის ავტორი
-