ვაკო გვილიამ კარიერის საუკეთესო ნიშნულს მიაღწია

ვაკო გვილია ვარშავას “ლეგიაში” შესანიშნავად გამოიყურება. 25 წლის ნახევარმცველი პოლონურ გუნდში გასული წლის ზაფხულში გადავიდა.

საქართველოს ნაკრების წევრმა “ლეგიას” მაისური მიმდინარე სეზონში 30-ჯერ მოირგო და 5 გოლსა და 7 ასისტს მოუყარა თავი.

გერმანულმა სატრანსფერო სააგენტომ Transfermarkt პოლონეთში მოთამაშე ფეხბურთელების ღირებულებები განაახლა. ცვლილება შეეხო ვაკო გვილიასაც, რომლის ფასი გაორმაგდა და ახლა 2 მილიონ ევროს შეადგენს. ქართველი ნახევარმცველისთვის ეს კარიერის საუკეთესო ნიშნულია.

ვაკო გვილიამ კარიერის საუკეთესო ნიშნულს მიაღწია

სტატიის ავტორი
-