ვეგჰორსტი მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელია

ნიდერლანდების ნაკრებისა და “ბარნლის” 30 წლის ფორვარდი – ვაუტ ვეგჰორსტი, იჯარის წესით სეზონის ბოლომდე “მანჩესტერში” ითამაშებს.

ინფორმაციას ცნობილი საფეხბურთო აგენტი და სპორტული ჟურნალისტი – ფაბრიციო რომანო ადასტურებს. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მანჩესტერულ კლუბს ინფორმაცია ჯერჯერობით არ დაუდასტურებია.

https://twitter.com/FabrizioRomano/status/1613465151906394113

“მანჩესტერი” “ბეშიქთაშს” €3 მილიონ ევროს გადაუხდის, სატრანსფერო ღირებულებას ასევე მიიღებს “ბარნლი”.

ნიდერლანდელი ფეხბურთელი 12 იანვარს მანჩესტერში ჩაფრინდება და სამედიცინო შემოწმებას გაივლის, შემდეგ კი კონტრაქტს ოფიციალურად მოაწერს ხელს.

ვეგჰორსტი მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელია

სტატიის ავტორი
-