ევროპა ლიგაზე მერვედფინალური წყვილები ცნობილია

UEFA-ს ევროპა ლიგაზე, როგორც მოგეხსენებათ 1/16 ფინალური ეტაპი დასრულდა და მერვედფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა.

დარჩენილი 16 გუნდიდან ყველაზე მეტი, 3 წარმომადგენელი ესპანეთს ყავს. მათ ღირსებას “სევილია”, “ვალენსია” და “ვილიარეალი” დაიცავს. ინგლისის სახელით კი “ჩელსი” და “არსენალი” იასპარეზებენ. იტალიას “ნაპოლი” და “ინტერი” წარმოადგენენ. რუსეთს – “კრასნოდარი” და “ზენიტი”. თითო გუნდით კი წარმოდგენილები არიან გერმანია, საფრანგეთი, პორტუგალია, ხორვატია, ჩეხეთი, უკრაინა და ავსტრია.

მერვედფინალური წყვილები ასე გამოიყურება:

“ჩელსი” – “კიევის დინამო”
“ფრანკფურტის აინტრახტი” – “ინტერი”
“ზაგრების დინამო” – “ბენფიკა”
“ნაპოლი” – “ზალსბურგი”
“ვალენსია” – “კრასნოდარი”
“სევილია” – “პრაღის სლავია”
“არსენალი” – “რენი”
“ზენიტი” – “ვილიარეალი”

პირველი შეხვედრები 7 მარტს გაიმართება, ხოლო საპასუხო მატჩები 14 მარტს შედგება.

ევროპა ლიგაზე მერვედფინალური წყვილები ცნობილია

სტატიის ავტორი
-