ვილი სანიოლი: “ასეთი შეცდომების დაშვება არ შეიძლება”

ვილი სანიოლმა ბულგარეთთან მარცხის (1:4) შემდეგ, პრესკონფერენცია გამართა.

“ასეთ დონეზე, მსგავსი შეცდომების დაშვება არ შეიძლება. მეორე ტაიმი პირველზე უკეთესად ჩავატარეთ – ვფიქრობ, ბურთით კარგად ვითამაშეთ. ბულგარეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონ იტალიასთან არ წააგო, გუნდი ძველ დონეს იბრუნებს. რაც შეეხება ჩვენს თამაშს, პოზიტივზე საუბარი ასეთი წაგების შემდეგ არ შეიძლება,” – თქვა სანიოლმა.

საქართველოს ნაკრებმა სექტემბერში სამივე მატჩი დათმო. ჯერ კოსოვოსთან (0:1), შემდეგ ესპანეთთან (0:4), ახლა კი ბულგარეთთან (4:1).

ვილი სანიოლი: “ასეთი შეცდომების დაშვება არ შეიძლება”

სტატიის ავტორი
-