ვილი სანიოლი: “სპალეტისთან მუშაობა ხვიჩას კიდევ უფრო გაზრდის, ის ნაკრების საკვანძო ფეხბურთელია”

უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში, რომელშიც საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლიმ” ინგლისის პრემიერ ლიგის წარმომადგენელი “ლივერპული” 4:1 დაამარცხა, 21 წლის ქართველმა ტალანტმა ჯოვანი სიმოენესთვის საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.

მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ფრანგულ რადიო CRC-სთან ინტერვიუში ქართული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

“იტალიაში, სადაც ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელისთვის თავის წარმოჩენა რთულია და სადაც მას გამოცდები ელის, კვარაცხელია თავს შესანიშნავად წარმოაჩენს.

ვფიქრობ, ხვიჩას შეუძლია გაუმჯობესდეს და ლუჩანო სპალეტის მწვრთნელობა მას გაზრდაში დაეხმარება: ვფიქრობ, “ნაპოლის” ძალიან კარგი მწვრთნელი ჰყავს. იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო ძლიერ კვარაცხელიას ვიხილავ, როდესაც ის საქართველოს ნაკრებს მაკედონიასა და გიბრალტართან მატჩებისთვის შეუერთდება.

იგი ჩემი გუნდის საკვანძო მოთამაშეა და მაკედონიისა და ბულგარეთის წინააღმდეგ დიდებული შეხვედრები ჩაატარა”, – თქვა 45 წლის სპეციალისტმა.

ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი შემდეგ შეხვედრას იტალიის სერია A-ში 10 აგვისტოს, “ლეჩეს” წინააღმდეგ გამართავს.

ვილი სანიოლი: “სპალეტისთან მუშაობა ხვიჩას კიდევ უფრო გაზრდის, ის ნაკრების საკვანძო ფეხბურთელია”

სტატიის ავტორი
-