ვინ მოიგებს ოქროს ბუცს სეზონი რომ დღეს დასრულდეს

ჯერჯერობით უცნობია, დასრულდება თუ არა მიმდინარე სეზონი. როგორც იცით, საფეხბურთო ჩემპიონატების უდიდესი ნაწილი შეჩერებულია.

საინტერესოა, ვინ მოიგებს 2019/20 წლების სეზონის ოქროს ბუცს ჩემპიონატები დღეს რომ დასრულდეს.

პირველ ადგილზე ამჟამინდელი სტატისტიკით ჩირო იმობილეა. “ლაციოს” შემტევს 27 გოლი და 54 ქულა აქვს (სერია A-ს კოეფიციენტი, ისევე, როგორც ტოპ 5 ჩემპიონატების – 2-ს შეადგენს).

მეორე პოზიციაზე მოდის რობერტ ლევანდოვსკი, რომელსაც 25 გოლი და შესაბამისად, 50 ქულა აქვს.

3. კრიშტიანუ რონალდუ 21 X 2 = 42 ქულა

3. ტიმო ვერნერი 21 X 2 = 42 ქულა

3. ერლინგ ჰოლანდი – ნორვეგიელმა ვარსკვლავმა ავსტრიაში 16 გოლი გაიტანა, რომლის კოეფიციენტი 1.5 შეადგენს, ხოლო გერმანიის ბუნდესლიგაში 9 ბურთის შეგდება მოასწრო – 16 X 1.5; 9 X 2 = 42

ლეო მესი მხოლოდ მე-6 ადგილს სჯერდება. არგენტინელმა ლა ლიგაში 19 გოლი გაიტანა და 38 ქულა დააგროვა.

6. ჯეიმი ვარდი – 19 X 2 = 38 ქულა

8. კილიან მბაპე – 18 X 2 = 36 ქულა

ვინ მოიგებს ოქროს ბუცს სეზონი რომ დღეს დასრულდეს

სტატიის ავტორი
-