ვიქტორ მოზესი ჩელსის იანვარში დატოვებს

ლონდონის “ჩელსის” ფლანგის მოთამაშე, ვიქტორ მოზესი გუნდიდან წასვლაზე ფიქრობს.

ნიგერიელი ფეხბურთელი სათადარიგოთა სკამზე ჯდომით უკმაყოფილოა. მოზესი კონტეს მწვრთნელობის პერიოდში გუნდის ძირითად ფეხბურთელად ითვლებოდა. ის ფლანგზე შეუცვლელი ფიგურა იყო. ნიგერიელს როგორც ფლანგის შემტევად, ისე მცველად თამაში შეუძლია და სწორედ, კონტეს სტილში ჯდებოდა.

“ჩელსის” ახალი მწვრთნელი, მაურისიო სარი მოზესის ადგილს ძირითად შემადგენლობაში ვერ ხედავს. იტალიელმა სპეციალისტმა “არისტოკრატების” თამაშის სტილი სრულიად შეცვალა და 4-3-3 ტაქტიკაზე გადაეწყო. ამ მონახაზში კი ნიგერიელი ფეხბურთელი ვერ ჯდება. აქედან გამომდინარე, სათამაშო პრაქტიკა არ აქვს და ამით უკმაყოფილოა.

ზამთრის სატრანსფერო პერიოდში, სავარაუდოდ, “ჩელსი” ვიქტორ მოზესს შეელევა.

ვიქტორ მოზესი ჩელსის იანვარში დატოვებს

სტატიის ავტორი
-