გურამ კაშია არნემის „ვიტესს“ ოფიციალურად პირველ დეკემბერს დაემშვიდობება.
კლუბის გადაწყვეტილებით არნემში სპეციალური ღონისძება გაიმართება, რომელსაც ქართველი ფეხბურთელი დაესწრება.
გურამ კაშია ჰოლანდიურ კლუბში 2010 წლიდან თამაშობდა და არნემული კლუბის არსებობის ისტორიაში პირველი ტიტული, ჰოლანდიის თასი, სწორედ მისი კაპიტნობით მოიგო.