ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრების რეკორდსმენია 

უეფას ერთა ლიგის C დივიზიონი საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებულად დაიწყო. “ჯვაროსნებმა” პირველ ტურში, ტალინში, ესტონეთს – 1:0 აჯობეს და 3 ქულა მოიპოვეს.

ამ მატჩის შემდეგ, ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრების რეკორდსმენი გახდა. სლოვაკი სპეციალისტისთვის ეს საქართველოს ეროვნული გუნდის მესაჭის პოსტზე 41-ე შეხვედრა გამოდგა, რაც ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია.

აქამდე, ყველაზე მეტ მატჩში საქართველოს ნაკრებს თემურ ქეცბაიამ უხელმძღვანელა – “ანორთოსისის” თავკაცმა საქართველოში 5 წელიწადი იმუშავა და ამ დროის განმავლობაში 40 შეხვედრა დააგროვა.

ვაისმა ჩატარებული 41 მატჩიდან 15 მოიგო, 12 ფრედ დაასრულა და 14-ში დამარცხდა, რაც საუკეთესო შედეგია.

ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრების რეკორდსმენია 

სტატიის ავტორი
-