ვლადიმირ ვაისის კანდიდატურით რუსული კლუბი დაინტერესდა

რუსული მედიის ინფორმაციით, ვლადიმირ ვაისის კანდიდატურით ტულას “არსენალი” დაინტერესდა.

კლუბმა ახალი სეზონი ცუდად დაიწყო და პრემიერლიგის საწყის 3 ტურში მხოლოდ ქულა აქვს.

მომდევნო შეხვედრაში, მოსკოვის “დინამოსთან” წაგების შემთხვევაში კი “არსენალი” სერგეი პოდპალის დაითხოვს. Matchtv.ru-ს თანახმად, ერთ-ერთ ვარიანტად სწორედ საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცია მიჩნეული.

ვაისს რუსეთში მუშაობის გამოცდილება აქვს. 55 წლის სლოვაკი სპეციალისტი 2006-2007 წლებში “სატურნში” მუშაობდა.

ვლადიმირ ვაისის კანდიდატურით რუსული კლუბი დაინტერესდა

სტატიის ავტორი
-