ზამთარი ჰერტასია 

2020 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ბერლინის “ჰერტამ” ძალიან იაქტიურა და ლიდერობაც მოიპოვა.

ბუნდესლიგის ბინადრებმა მსოფლიოს მასშტაბით ფეხბურთელების შეძენაში ყველაზე მეტი დახარჯეს.

დედაქალაქელებმა იანვარში 7 ახალი ფეხბურთელი დაიმატეს, ჯამში კი 78 მილიონი ევრო დახარჯეს. ახალწვეულთა საშუალო ასაკი 22 წელიწადია.

ყველაზე მეტი “ჰერტამ” კჟიშტოფ პიონტეკში გადაიხადა – პოლონელი თავდამსხმელის სანაცვლოდ “მილანმა” 27 მილიონი ევრო მიიღო. 20 მილიონზე მეტი “ჰერტამ” კიდევ ორ ფეხბურთელში ლუკაშ ტოსარში (“ლიონი” 25 მილიონი) და დიდიე ლუკებაკიოში გადაიხადა (“უოტფორდი” 20 მილიონი).

ამავე დროს, კლუბი 8 ფეხბურთელმა დატოვა, თუმცა ბერლინელებს ამით სარგებელი არ უნახავთ, 7 მათგანი განათხოვრებულია, ერთი კი “ჰერტას” თავისუფალი აგენტის სტატუსით დაემშვიდობა.

ზამთარი ჰერტასია 

სტატიის ავტორი
-