საქართველოს ნაკრების კაპიტანი, ჯაბა კანკავა “ვალენსიენის” მარტის თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
ლიგა 2-ის ბინადარი კლუბის ნახევარმცველმა ასეთი აღიარება უკვე ზედიზედ მეორედ დაიმსახურა – ის თებერვლის თვეშიც გამოარჩიეს.
Notre milieu de terrain géorgien, joueur des mois de février et mars, a reçu ce matin les trophées des mains de notre partenaire @AuBureauStAmand ! pic.twitter.com/GSDjocYFd6
— Valenciennes FC (@VAFC) April 14, 2021
35 წლის ფეხბურთელი “ვალენსიენს” 2021 წლის იანვარში შეუერთდა და გუნდის მაისურით ყველა ტურნირზე უკვე 12 შეხვედრის ჩატარება მოახერხა.
ჯაბა კანკავას “ვალენსიენთან” კონტრაქტი მიმდინარე წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.
კანკავას გუნდი 32 ტურის შემდეგ დაგროვილი 43 ქულით მერვე პოზიციას იკავებს და პლეი-ოფის ზონაში გამსვლელ მეხუთეადგილოსან “პარიზს” 12 ქულით ჩამორჩება. შემდეგ შეხვედრას “ვალენსიენი” “გენგამის” წინააღმდეგ, 17 აპრილს გამართავს.