ზედიზედ მესამედ – კვიპროსში ქეცბაია დააჯარიმეს

თემურ ქეცბაია კვიპროსის ჩემპიონატის სადისციპლინო კომიტეტმა კიდევ ერთხელ დააჯარიმა.

“ანორთოსისის” ქართველი მწვრთნელს 8000 ათასი ევროს გადახდა იმის გამო მოუწევს, რომ გასული 2 ტურის მატჩების შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს მან არ უპასუხა. ინფორმაციას კვიპროსული მედია ავრცელებს.

ქეცბაია წელს უკვე მესამედ დაჯარიმდა – ცოტა ხნის წინ საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა პრესკონფერენციაზე მხოლოდ 2 სიტყვა – “კომენტარის გარეშე” თქვა, შემდგომ კი დასმულ კითხვას მოკლედ უპასუხა – “ყველაფერი კარგადაა”.

საერთო ჯამში, 3 ჯარიმის შემდეგ, ქეცბაიას 16 000 ევროს გადახდა მოუწევს.

ზედიზედ მესამედ – კვიპროსში ქეცბაია დააჯარიმეს

სტატიის ავტორი
-