ზიდანის იანვრის გეგმები: ტრანსფერები არ იქნება?! 

ზინედინ ზიდანმა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას მადრიდის “რეალის” მიზნებზე ისაუბრა. “სამეფო კლუბის” მთავარი მწვრთნელი იანვარში სავარაუდოდ ახალ ფეხბურთელებს არ დაიმატებს.

“არაფერს გამოვრიცხავთ, მაგრამ არა მგონია, იანვარში ვინმე შევიძინოთ. თუმცა ჯერ წინ 9 დღეა და შესაძლოა ბევრი რამ მოხდეს.

რეინეირი ჩვენი გუნდის მომავლის მოთამაშეა, თუმცა ის ჯერჯერობით ჩვენთან არ იმყოფება, როცა ჩამოვა, ვნახავთ როგორ თამაშობს. ტექნიკურად ის ძალიან კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ჯერ მხოლოდ ჩანაწერი ვნახე, მირჩევნია მისი შესაძლებლობები პირადად ვიხილო, ამიტომ კომენტარის გაკეთებას არ ვიჩქარებ“,-თქვა ფრანგმა სპეციალისტმა.

“რეალმა” 2020 წელს პირველი ტიტული უკვე მოიგო, დედაქალაქელები ესპანეთის სუპერკოპას გამარჯვებულები გახდნენ, ლა ლიგაში კი 20 ტურის შემდეგ 43 ქულით მეორე ადგილზე იმყოფებიან.

 

ზიდანის იანვრის გეგმები: ტრანსფერები არ იქნება?! 

სტატიის ავტორი
-