ზინედინ ზიდანს მანჩესტერში ჩელსის ორი ფეხბურთელი სურს

“DON BALON”-ის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ “მანჩესტერ იუნაიტედი” ზინედინ ზიდანს მიიწვევს მთავარ მწვრთნელად, “რეალის ყოფილი თავკაცს სურს ლონდონის “ჩელსის” ორი ფეხბურთელი, ედენ აზარი და ნგოლო კანტე გადმოიბაროს “მანკუნიანელთა” რიგებში.

ფრანგს სურდა აღნიშნული ფეხბურთელები რეალ მადრიდშიც გადაებირებინა, თუმცა მათი ტრანსფერი მადრიდულ გრანდში ვერ მოხერხდა.

ზიდანს ასევე უნდა, რომ კლუბმა პოლ პოგბა და ენტონი მარსიალი შეინარჩუნოს, რომელთაც უთანხმოებები აქვთ მოურინიოსთან.

ზინედინ ზიდანს მანჩესტერში ჩელსის ორი ფეხბურთელი სურს

სტატიის ავტორი
-