ზივზივაძე შესაძლოა ყველაზე ტიტულოვან უნგრულ კლუბში გადავიდეს

ბუდუ ზივზივაძეს უნგრეთის ყველაზე ტიტულოვან კლუბ “ფერენცვაროშს” უკავშირებენ.

csakfoci.hu-მ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას უნგრეთის ჩემპიონატში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ დაწერა, ქართველი ფეხბურთელი კი “მეზოკოვეშდიდან” წამსვლელთა და “ფერენცვაროშში” მიმსვლელთა რიგებში მოიხსენია. უნგრეთის მოქმედი ჩემპიონისა და მიმდინარე გათამაშების ლიდერის რიგებში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი, ლაშა დვალი ირიცხება.

25 წლის თავდამსხმელს შესანიშნავი სეზონი აქვს. “მეზოკოვეშდი” სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა, თავად კი 6 გატანილი გოლით გუნდის საუკეთესო ბომბარდირია. ყველა ტურნირზე ზივზივაძეს ჯამში 7 გოლი და 4 საგოლე პასი აქვს.

“სამტრედიას”, “დინამო თბილისის” და ქუთაისის “ტორპედოს” ყოფილი ფეხბურთელის კონტრაქტი ძალაში 2022 წლის ივნისამდეა, რომლის გამოსასყიდ თანხაც დაახლოებით ნახევარი მილიონია.

ზივზივაძე შესაძლოა ყველაზე ტიტულოვან უნგრულ კლუბში გადავიდეს

სტატიის ავტორი
-