ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კრიშტიანუ რონალდუ მწვავედ გააკრიტიკა

ლოს-ანჯელეს “გალაქსის” შვედმა თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კრიშტიანუ რონალდუზე საინტერესო განცხადება გააკეთა. 

ზლატანმა რონალდუ გააკრიტიკა და არასწორი გადაწყვეტილებისკენ მიუთითა.

“რონალდუ ახალ გამოწვევებზე საუბრობს. ის გამოწვევას ეძახის გუნდში გადასვლას და სერია ა-ს მოგებას. რამდენიმე წლის წინ რატომ არ გადავიდა სერია ბ-ში, გამხდარიყო ჩემპიონი და დაბრუნებულიყო სერია ა-ში? აწყობილ გუნდში გადასვლა არ არის გამოწვევა” – აღნიშნა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმოვიჩი ტურინის “იუვენტუსში” 2004-06 წლებში თამაშობდა.

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კრიშტიანუ რონალდუ მწვავედ გააკრიტიკა

სტატიის ავტორი
-