პირველი გამარჯვება – ქართველმა კალათბურთელებმა შვეიცარიელები დაამარცხეს!

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში შვეიცარიის ნაკრები მძიმე ბრძოლაში ანგარიშით 96:88 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრებში გამორჩეულები იყვნენ: გიორგი შერმადინი, ბექა ბურჯანაძე, თად მაკფადენი და დუდა სანაძე, რომლებმაც საკმაოდ კარგი სტატისტიკა დააფიქსირეს.

გიორგი შერმადინი: 36:10 წუთი; 16 ქულა, 11 მოხსნა, 4 გადაცემა.

ბექა ბურჯანაძე: 32:44 წუთი; 21 ქულა, 7 მოხსნა, 3 გადაცემა, 1 დაკარგვა.

თად მაკფადენი: 39:15 წუთი; 18 ქულა (6 სამქულიანი), 6 მოხსნა, 3 გადაცემა.

დუდა სანაძე: 40:18 წუთი; 14 ქულა (3 სამქულიანი); 1 მოხსნა, 1 გადაცემა.

შემდეგ მატჩს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები 23 თებერვალს გამართავს, სადაც ბელგრადში, სერბეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით, 20:00 საათზე დაიწყება.

პირველი გამარჯვება – ქართველმა კალათბურთელებმა შვეიცარიელები დაამარცხეს!

სტატიის ავტორი
-