7 სამქულიანი: მაკფადენი მარცხის მიუხედავად სარაგოსასთან მატჩში საუკეთესო იყო

ესპანეთის ჩემპიონატის 36-ე ტურში, “სან პაბლო ბურგოსი” დრამატულ შეხვედრაში “ბასკეტ სარაგოსას” წინააღმდეგ – 95:98 დამარცხდა.

მიუხედავად მარცხისა, შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელი, თად მაკფადენი იყო, რომლის მონაგარმაც პარკეტზე გატარებულ 22:59 წუთში 27 ქულა და თითო-თითო მოხსნა და შედეგიანი გადაცემა შეადგინა. წარმოშობით ამერიკელმა მოთამაშემ 10-დან 7 სამქულიანი ტყორცნა გამოიყენა, ასევე მეტოქის ფარში ერთი ორქულიანი და 3 საჯარიმო სროლაც ზუსტად მოათავსა.

მიუხედავად არაგონელებთან განცდილი მარცხისა, მაკფადენის გუნდი ჩატარებულ 31 შეხვედრაში 19 გამარჯვებისა და 12 წაგების შემდეგ დაგროვილი 38 ქულით მეხუთე პოზიციას იკავებს და პლეი-ოფში თამაშისთვის იბრვის. შემდეგ ეტაპზე 8 საუკეთესო გუნდი გადის. მომდევნო მატჩში მაკფადენი და “ბურგოსი” 25 აპრილს, “გრან კანარიას” სტუმრად დაუპირისპირდებიან.

7 სამქულიანი: მაკფადენი მარცხის მიუხედავად სარაგოსასთან მატჩში საუკეთესო იყო

სტატიის ავტორი
-