90 × 3 = ლებრონს!

106:99 მოგებულ შეხვედრაში, “ლოს ანჯელეს ლეიკერსის” ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა “დეტროიტ პისტონსს” 21 ქულა ჩაუგდო, ბურთი ფარიდან 14-ჯერ მოუხსნა და 11 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.

ეს 2019/20 წლების სეზონში “მეფესთვის” მეცხრე სამმაგი დუბლი გახლდათ, მთლიანად კარიერაში კი 90-ე.

სამმაგი დუბლების რაოდენობით ლებრონს NBA-ს მიმდინარე რეგულარულ გათამაშებაში ერთადერთი კალათბურთელი უსწრებს – “დალასის” ამომავალ ვარსკვლავ ლუკა დონჩიჩს 10 სამმაგი დუბლი აქვს.

ყველა დროის ცხრილში ლებრონს ოსკარ რობერტსონი, რასელ ვესტბრუკი, მეჯიქ ჯონსონი და ჯეისონ კიდი , აღემატებიან, რომლებსაც შესაბამისად 181, 144, 138 და 107 სამმაგი დუბლი აქვთ.

90 × 3 = ლებრონს!

სტატიის ავტორი
-