ახალგაზრდული ოლიმპიადა: 3X3 კალათბურთელები მეოთხედფინალში ითამაშებენ

ბუენოს-აირესში მიმდინარე ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე 3X3 კალათბურთელები წარმატებით ასპარეზობენ.

სლოვენიასთან უცნაური მარცხის შემდეგ, ქართველმა სპორტსმენებმა ჯგუფში ყველა მეტოქე დაამარცხეს და ახალგაზრდული ოლიმპიადის ფლეი-ოფში გავიდნენ, სადაც მასპინძელ არგენტინას დაუპირისპირდებიან.

ჯგუფში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოს სლოვენიასთან თამაშზე დაგვიანების გამო ტექნიკური მარცხი ჩაეთვალა, ხოლო იმავე დღეს მეორე შეხვედრა იორდანიის ნაკრებთან 21:4 გაიმარჯვა. 13 ოქტომბერს ჯგუფის დარჩენილი ორი მატჩი ჩაატარა. ჯერ თურქმენეთი გაანადგურა 20:9, ხოლო შემდეგ ჩინეთს სძლია 15:10. საქართველოს ნაკრებმა საპატიო მეორე ადგილი დაიკავა და ფლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ ქართული სპორტის ისტორიაში პირველად, გუნდურ სახეობაში ქართველმა სპორტსმენებმა ოლიმპიადის მეოთხედფინალის საგზური მოიპოვეს. არგენტინისა და საქართველოს დაპირისპირება თბილისის დროით 23:15 საათზე დაიწყება.

ახალგაზრდული ოლიმპიადა: 3X3 კალათბურთელები მეოთხედფინალში ითამაშებენ

სტატიის ავტორი
-