ანტეტოკუნმპომ პლეი-ოფში NBA-ს ორი რეკორდი დაამყარა

მილოუკი ბაქსის” ფორვარდმა, იანის ანტეტოკუნმპომ NBA-ს პლეი-ოფის პირველი რაუნდის მესამე შეხვედრაში, “ორლანდო მეჯიქის” წინააღმდეგ, 31 წუთში, 35 ქულა ჩააგდო, 11 მოხსნა და 11 პასი მოაგროვა.

ამ შედეგის დაფიქსირების შემდეგ, ბერძენი კალათბურთელი ამერიკის ეროვნული საკალათბურთო ლიგის ისტორიაში პირველი მოთამაშე გახდა, რომელმაც პლეი-ოფის საწყის სამივე შეხვედრაში სულ მცირე 25 ქულა, 10 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა.

იანისი ასევე პირველი კალათბურთელია 1975 წლის შემდეგ, ვინც ზემოთხსენებული მაჩვენებელი 31 წუთში ან უფრო ნაკლებ დროში დააფიქსირა. მასთან ყველაზე ახლოს ლეგენდარული შაკილ ო’ნილია, რომელმაც 1996 წელს, ასეთი სტატისტიკა 36 წუთში აჩვენა.

ეს ყველაფერი არ არის, 25 წლის ევროპელი პირველი კალათბურთელია, რომელმაც NBA-ს ისტორიაში ერთ მატჩში 35 ქულა და 10 მოხსნა 35%-იანი სიზუსტით მოაგროვა.

ორლანდოსთან” მიმდინარე სერიაში “ირმების” ლიდერმა საშუალოდ 31.3 ქულა, 16 მოხსნა და 6.3 პასი მოაგროვა. მისი გუნდი სერიას 2:1 იგებს. შემდეგი შეხვედრა 24 აგვისტოს გაიმართება.

ანტეტოკუნმპომ პლეი-ოფში NBA-ს ორი რეკორდი დაამყარა

სტატიის ავტორი
-