ბასკონიას ფანებმა შენგელია ისტორიაში 12 საუკეთესოს შორის დაასახელეს

ესპანური საკალათბურთო კლუბის “ბასკონიას” გულშემატკივრებმა ევროლიგაში მოასპარეზე კალათბურთელებს შორის, ისტორიაში 12 საუკეთესო გამოარჩიეს.

გულშემატკივრებმა “ბასკონიას” ყველა დროის 103 მოთამაშეს შორის, თორმეტეულში თორნიკე შენგელია შეიყვანეს.

ლუის სკოლა, ანდრეს ნოჩიონი, პაბლო პრიჯიონი, ელმერ ბენეტი, იგორ რაკოჩევიჩი, ტიაგო სპლიტერი, არვიდას მაციაუსკასი, მირზა ტელეტოვიჩი, იანის ბურუსისი, ხოსე მანუელ კალდერონი, მარსელინიო უერტასი და თორნიკე შენგელია. ეს იმ კალათბურთელთა სიაა, რომელთაც პატივი ერგოთ ყოფილიყვნენ 12 რჩეულს შორის.

კლუბმა ლუდსახარშის კომპანია Cervezas Ambar-თან ერთად 12 არჩეული მოთამაშის გამოსახულებით ლუდის ბოთლები გამოუშვა.

ბასკონიას ფანებმა შენგელია ისტორიაში 12 საუკეთესოს შორის დაასახელეს 1

ბასკონიას ფანებმა შენგელია ისტორიაში 12 საუკეთესოს შორის დაასახელეს

სტატიის ავტორი
-