ბასკონიასთან შეხვედრაში შერმადინი საკუთარ გუნდში საუკეთესო იყო

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში გიორგი შერმადინის “იბეროსტარ ტენერიფემ” მორიგი შეხვედრა გამართა და მძიმე ბრძოლაში დამარცხდა.

ACB ლიგის 23-ე ტურში “იბეროსტარ ტენერიფემ” “ბასკონიას” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში ორქულიანი სხვაობით ანგარიშით 79:81 წააგო.

მიუხედავად წაგებული მატჩისა, ქართველი ცენტრი საკუთარი გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო, შერმადინმა პარკეტზე 31:36 წუთი გაატრა, რა დროშიც 17 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი და 6 ჩაჭრა მიითვალა. შერმადინმა 10-დან 5 ორქულიანი და 9-დან 7 საჯარიმო ჩააგდო.

“ბასკონიასთან” განცდილი მარცხის შემდგომ შერმადინის “ტენერიფეს” 22 ჩატარებულ შეხვედრაში 17 გამარჯვება აქვს და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე იმყოფება. მე-3 ადგილს “ბასკონია” იკავებს, მე-2 ადგილზე “ბარსელონაა”, ხოლო პირველზე  “რეალი”.

შემდეგ მატჩს შერმადინის გუნდი 28 თებერვალს “ობრადოიროს” წინააღმდეგ გამართავს.

 

ბასკონიასთან შეხვედრაში შერმადინი საკუთარ გუნდში საუკეთესო იყო

სტატიის ავტორი
-