ბექა ბურჯანაძე პარკეტს დაუბრუნდა!

ტრავმით გამოწვეული წელიწადნახევრიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მძიმე ფორვარდი ბექა ბურჯანაძე პარკეტს დაუბრუნდა.

ესპანეთის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩში მისი “გიპუზკოა” შინ “ფუენბლარდას” დაუპირისპირდა და 60-76 დამარცხდა, ბექა სათადარიგო გახლდათ და საბოლოოდ პარკეტზე 16:19 წუთი გაატარა, რა დროშიც 5 ქულას 5 მოხსნას და 1 პასს მოუყარა თავი.

თუმცა მატჩის ანგარიშზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ბექა მწყობრშია და ნოემბერ-დეკემბრის სანაკრებო მატჩებისათვის გუნდის დახმარებას შეძლებს.

ბექა ბურჯანაძე პარკეტს დაუბრუნდა!

სტატიის ავტორი
-