ბექა ბურჯანაძის ბრწყინვალე მატჩი – ქართველი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ დაუნდობელია!

ესპანეთის ჩემპიონატის რიგით მე-4 ტურში ბექა ბურჯანაძის “გრან კანარია” “მორაბანკ ანდორას” დაუპირისპირდა და 13-ქულიანი უპირატესობით, ანგარიშით – 80:67 გაიმარჯვეს.

ბექა ბურჯანაძემ ყოფილი გუნდის წინააღმდეგ პარკეტზე თითქმის 22 წუთი გაატარა, რა დროშიც შესანიშნავი შედეგი დააფიქსირა – 20 ქულა და 6 მოხსნა.

მომდევნო შეხვედრას “გრან კანარია” 20 სექტემბერს, სტუმრად “ბარსელონას” წინააღმდეგ გამართავს.

შეგახსენებთ, რომ 4 ტურის შემდეგ “გრან კანარიას” 2 მოგება და 2 მარცხი აქვს.

ბექა ბურჯანაძის ბრწყინვალე მატჩი – ქართველი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ დაუნდობელია!

სტატიის ავტორი
-