ბითაძე შეუჩერებელია – ქართველმა ცენტრმა მორიგი ორმაგი დუბლი შეასრულა

მონტენეგროს თასის მეოთხედფინალში “ბუდუჩნოსტიმ”, რომელშიც საქართველოს ნაკრების ცენტრი, გოგა ბითაძე თამაშობს, “იბარ როჟაიე” 51 ქულის სხვაობით, 105:54 გაანადგურა. 

19 წლის ქართველმა კალათბურთელმა კვლავ გაიბრწყინა და ორმაგი დუბლი შეასრულა. ბითაძემ პარკეტზე მხოლოდ 17 წუთი და 25 წამი გაატარა. ამ მცირე მონაკვეთში 13 ქულა, 11 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა. აღსანიშნავია, რომ 2 ქულიანი და საჯარიმო სტყორცნები გოგამ 100%-იანი სიზუსტით შეასრულა.

“ბუდუჩნოსტი” დღეს ურთულეს და უმნიშვნელოვანეს მატჩს ჩაატარებს. მონტენეგროელები ევროლიგაზე მოსკოვში “ცსკას” დაუპირისპირდებიან. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

ბითაძე შეუჩერებელია – ქართველმა ცენტრმა მორიგი ორმაგი დუბლი შეასრულა

სტატიის ავტორი
-