ბითაძემ კვლავ სასტარტოდან დაიწყო – ინდიანა ბოსტონთან დამარცხდა

NBA-ში, რეგულარუსი სეზონი დასასრულს უახლოვდება და კლუბები ფლეი-ოფებისთვის ემზადებიან. ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი თამაში ჰქონდა “ბოსტონს”, რომელმაც “ინდიანას” უმასპინძლა და 5 ქულიანი სხვაობით 128:123 გაიმარჯვა.

გოგა ბითაძემ კვლავ ძირითად ხუთეულში დაიწყო თამაში, რომელმაც პარკეტზე არასრული 32 წუთი გაატარა, რა დროშიც მისი მონაგარი: 13 ქულა, 4 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება იყო.

შეგახსენებთ, რომ “ინდიანა პეისერსი” ფლეი-ოფში ვერ გავიდა, ისინი დასავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზე იმყოფებიან.

“ინდიანა” შემდეგ მატჩს “დეტროიტის” წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 4 მარტს, თბილისის დროით 01:00 საათზე შედგება.

 

ბითაძემ კვლავ სასტარტოდან დაიწყო – ინდიანა ბოსტონთან დამარცხდა

სტატიის ავტორი
-