ბითაძის 9 ქულა და გამარჯვება დეტროიტთან

დღეს, გამთენიისას, NBA-ის რეგულარული სეზონის მორიგი თამაში “ინდიანა პეისერსმა” “დეტროიტთან” გამართა და 116:111 მოიგო.

გოგა ბითაძემ “პისტონსის” წინააღმდეგ პარკეტზე 11 წუთი გაატარა, რა დროშიც ის საკმაოდ შედეგიანი იყო. ქართველმა ცენტრმა 9 ქულა (5-დან 3 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი), 5 მოხსნა (3 შეტევაში) და 1 დაფარება მოაგროვა.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს ახალგაზრდა კალათბურთელის ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი მატჩი იყო სეზონში.

“ინდიანა პეისერსი” შემდეგ თამაშს 27 მარტს, “დალასთან” გამართავს.

 

 

 

 

ბითაძის 9 ქულა და გამარჯვება დეტროიტთან

სტატიის ავტორი
-