ბითაძის აღიარება –  გოგა “დიდების დარბაზში” გამოფინეს

“ინდიანა პეისერსის” ქართველი ახალწვეული, გოგა ბითაძე სერბეთში აღიარეს. 20 წლის კალათბურთელის ფოტო ყოფილმა გუნდმა, “მეგა ბიმაქსმა” “დიდების დარბაზში” გამოფინა.

აღნიშნულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გოგას აგენტი, მიშკო რაზნატოვიჩი ავრცელებს

“გუშინ, “მეგა ბიმაქსის” “დიდების კედელი” იმ მოთამაშეების ფოტოებით შეივსო, რომლებმაც კლუბი დატოვეს და NBA-ის მიაშურეს,” – დაწერა გოგას აგენტმა.

შეგახსენებთ, რომ ბითაძის ევროპული კარიერა 2016 წელს სწორედ “მეგა ბიმაქსში” დაიწყო, სადაც მან 3 დიდებული წელი გაატარა.

ცნობისთვის, გოგა “მეგა ბიმაქსის” მე-11 კალათბურთელია, რომელიც NBA-ში მოხვდა.

ბითაძის აღიარება – გოგა “დიდების დარბაზში” გამოფინეს

სტატიის ავტორი
-