ბურჯანაძე: “თქვენს გვერდით ბრძოლა მინდოდა”

დღეს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები სტუმრად საბერძნეთს დაუპირისპირდება.

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩამდე ჩვენი ნაკრების მოთამაშემ, ბექა ბურჯანაძემ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა:

“წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ბიჭებს დღეს! ძალიან მინდოდა თქვენს გვერდით ბრძოლა, მაგრამ სამწუხაროდ არ მოხერხდა. მთელი გულით თქვენთან ვარ!”

საქართველოსა და საბერძნეთს შორის დაპირისპირება თბილისის დროით 22:30-ზე დაიწყება.

ბურჯანაძე: “თქვენს გვერდით ბრძოლა მინდოდა”

სტატიის ავტორი
-