დირკ ნოვიცკიმ კონტრაქტი გაახანგრძლივა

ვეტერანმა გერმანელმა კალათბურთელმა დირკ ნოვიცკიმ თავის კლუბთან „დალასთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა და მოხსნის კობი ბრაიანტის რეკორდს. „შავ მამბას“ 21 სეზონი ჰქონდა NBA-ში ერთი კლუბის მაისურით, ხოლო ტეხასელთა ფორვარდისთვის ეს სეზონი 22 იქნება.

“მავერიქსის“ twviter სახალისო პოსტით გამოეხმაურა მისი ერთგული წევრის ამ რეკორდს.

გერმანელმა შარშანდელ სეზონში 77 მატჩი ითამაშა და საშუალოდ 12 ქულას აგროვებდა. გახანგრძლივებული კონტრაქტით ზაზა ფაჩულიას ყოფილი თანაგუნდელი 5 000 000 ამერიკულ დოლარს მიიღებს.

დირკ ნოვიცკიმ კონტრაქტი გაახანგრძლივა

სტატიის ავტორი
-