დრაფტამდე 3 საათია – ფაჩულია ბითაძეს ამხნევებს

როგორც იცით, დღეს ბრუკლინში NBA-ს დრაფტი გაიმართება.

19 წლის გოგა ბითაძის პირველი ამერიკული გუნდი ძალიან მალე გახდება ცნობილი.

ქართული კალათბურთის ლეგენდა და “დეტროიტის” ცენტრი, ზაზა ფაჩულია ქართველ ტალანტს მხარს უჭერს.

საქართველოს ნაკრების ყოფილი მოთამაშე სწორედ გოგას შესახებ ვირუსულად გავრცელებულ ფოტოს გამოეხმაურა.

დრაფტამდე 3 საათია - ფაჩულია ბითაძეს ამხნევებს 1

“მნიშვნელობა არ აქვს როგორ დაიწყებ, არამედ, როგორ დაამთავრებ. დაუმტკიცე მათ, რომ ცდებიან,” – თქვა ზაზამ.

დრაფტამდე 3 საათია – ფაჩულია ბითაძეს ამხნევებს

სტატიის ავტორი
-