დუდა სანაძის დებიუტი ძალიან წარმატებული გამოდგა

დუდა სანაძის ბრწყივალე დებიუტი პოლონეთის უმაღლეს ლიგაში. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა სეზონის ბოლომდე კონტრაქტი “რადომ როსასთან” გააფორმა და დღეს პოლონეთის ჩემპიონატის მატჩში ახალ კლუბში დებიუტი ჰქონდა. “რადომი” სტუმრად ” ლიუბინის “სტარტს” შეხვდა და 91:109 დამარცხდა, ქართველი ლეგიონერი კი 21 ქულით თავის გუნდში ბომბარდირი გახდა.

დუდა სანაძემ მოედანზე 27:24 წუთი გაატარა.  დუდამ 7-დან 5 ორქულიანი, 9-დან 3 სამიანი და 6-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. 21 ქულასთან ერთად სანაძემ 3 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა.

დუდა სანაძის დებიუტი ძალიან წარმატებული გამოდგა

სტატიის ავტორი
-