EUROBASKET: “გული გვწყდება შენგელიას გამო…”

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის მეორე შესარჩევ ეტაპზე პირველი მატჩი გამართა. ილიას ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა ახალ „თბილისი არენაზე“ ნიდერლანდებს უმასპინძლა და 77:66 დაამარცხა.

 თორნიკე შენგელიამ ერთ-ერთი სწრაფი შეტევისას ტრავმა მიიღო. იგი ექიმებმა ჯერ გასახდელში გაიყვანეს, შემდეგ კი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც დადგინდა, რომ თორნიკეს უმძიმესი დაზიანება – მხრის მოტეხილობა აქვს. დაზიანება სერიოზულია, რის გამოც საქართველოს ნაკრების კაპიტანი ევრობასკეტს გამოტოვებს.

“ევრობასკეტის” ოფიციალური გვერდი თოკოს ტრავმას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

“ვწუხვართ თორნიკე შენგელიას ტრავმის გამო. მალე გამოჯანმრთელებას გისურვებთ, თოკო”.

EUROBASKET: "გული გვწყდება შენგელიას გამო..." 1

EUROBASKET: “გული გვწყდება შენგელიას გამო…”

სტატიის ავტორი
-