გიორგი შერმადინი კვლავ შესანიშნავია – ტენერიფეს მორიგი გამარჯვება

ახალი სეზონიდან გიორგი შენგელია “ტენერიფეს” რიგებს იცავს, სადაც ქართველი ლეგიონერი შესანიშნავად ასპარეზობს.

ესპანეთის ჩემპიონატის მე-5 ტურში “იბეროსტარ ტენერიფე” გასვლით შეხვედრაში “მანრესას” დაუპირისპირდა და შეხვედრა 20-ქულიანი უპირატესობით, ანგარიშით – 61:81 დაასრულეს.

შერმადინს ორმაგ დუბლამდე მხოლოდ 1 მოხსნა დააკლდა, მან პარკეტზე 23 წუთი და 20 წამი გაატარა, რა დროშიც 18 ქულას, 9 მოხსნასა და 1 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.

მომდევნო შეხვედრას “იბეროსტარ ტენერიფე” 22 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის ეგიდით “მორნარ ბარის” წინააღმდეგ გამართავს.

გიორგი შერმადინი კვლავ შესანიშნავია – ტენერიფეს მორიგი გამარჯვება

სტატიის ავტორი
-