გიორგი შერმადინი შეხვედრის MVP გახდა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში გიორგი შერმადინის “იბეროსტარ ტენერიფემ” მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

ესპანეთის ჩემპონატის მე-7 ტურში ერთმანეთს “უნიკახა” და “ტენერიფე” დაუპირისპირდნენ, შეხვედრა “ტენერიფეს” გამარჯვებით ანგარიშით 79:86 დასრულდა.

“უნიკახასთან” გამარჯვება ქართველი კალათბურთელის გუნდისთვის ზედიზედ მეექვსეა და “ტენერიფე” ესპანეთის ჩემპიონატს ერთპიროვნულად ლიდერობს 12 ქულით.

უნდა აღინიშნოს, რომ ქართველმა ცენტრმა შეხვედრა სასტარტო ხუთეულში დაიწყო, საბოლოო ჯამში კი სულ 27:24 წუთი ითამაშა, რა დროშიც შერმადინმა 22 ქულა, 7 მოხსნა და 3 პასი მიითვალა.

შერმადინმა ბრწყინვალედ ჩაატარა შეხვედრა, გამარჯვებულთაგან ყველაზე მაღალი შედეგი დააფიქსირა და მატჩის საუკეთესო მოთამაშის პრიზიც დაიმსახურა.

შერმადინის გუნდი ესპანეთის მომდევნო, მე-8 ტურში “გრან კანარიას” დაუპირისპირდება.

 

გიორგი შერმადინი შეხვედრის MVP გახდა

სტატიის ავტორი
-