NBA-ში შესანიშნავი მატჩი ჩაატარა გოგა ბითაძემ. მისი “ინდიანა პეისერსი” “კლივლენდ კავალიერსს” დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 102:95 დაამარცხა.
მატჩში ერთ-ერთი გარდამტეხი მომენტი გოგას მიერ მეტოქის ფარზე მოხსნილი ბურთი იყო რასაც მეტოქის დაჯარიმება და ბითაძის 2 ზუსტი ტყორცნა მოჰყვა. საბოლოო ჯამში 20 წლის ცენტრის ანგარიშზე 24:54 წუთში 10 ქულა, 9 მოხსნა და 4 ბლოკ-შოტი მოაგროვა. მისი 4 ბლოკ-შოტი საუკეთესო შედეგი იყო პარკეტზე.
მომდევნო მატჩს “ინდიანა” 4 ნოემბერს, თბილისის დროით 02:00 საათზე “ჩიკაგოს” წინააღმდეგ ჩაატარებს.
The rook showing range 😎#NBARooks pic.twitter.com/ZPHzVKx5h9
— Indiana Pacers (@Pacers) November 2, 2019