გოგა ბითაძესთვის სეზონი დასრულებულია – ინდიანა ვაშინგტონთან დამარცხდა

გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” “ვაშინგტონ ვიზარდსთან” გამართული გადამწყვეტ მატჩში 115:142 დამარცხდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველი კალათბურთელის გუნდი მიმდინარე სეზონში NBA-ს პლეი-ოფში ვერ ითამაშებს, შესაბამისად ქართველმა ცენტრმა NBA-ს მიმდინარე სეზონი დაასრულა.

აღმოსავლეთ კონფერენციის პლეი-ინის დასკვნით შეხვედრაში ბრძოლა არ შედგა და წარმატებული თამაში არც ბითაძეს ჰქონია. გოგა ბითაძემ პარკეტზე 16:49 წუთი ითამაშა, რა დროშიც მისი მონაგარი 0 ქულა, 2 მოხსნა 3 შედეგიანი გადაცემა იყო.

ამ წყვილში გამარჯვებული “ვაშინგტონ ვიზარდსი” კი პლეი-ოფში “ფილადელფიას” დაუპირისპირდება.

 

 

გოგა ბითაძესთვის სეზონი დასრულებულია – ინდიანა ვაშინგტონთან დამარცხდა

სტატიის ავტორი
-