გოგა ბითაძის ბრწყინვალე მატჩი მონტენეგროში და გამარჯვება!

დიდებული შეხვედრა ჩაატარა გოგა ბითაძემ ადრიატიკის ლიგის მორიგ ტურში მისი “მეგა ბემაქსი” სტუმრად ბარში მონტენეგროულ “მორნარ ბარს” დაუპირისპირდა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში 84:80 დაამარცხა.

გოგამ პარკეტზე 30:12 წუთი გაატარა და ამ ხნის განმალობაში 26 ქულა, 10 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 3 ბლოკ-შოტი მიითვალა, ხოლო მისი მარგი ქმედების კოეფიციეტმა 35-ს (!) უწია, გასაკვირი არ არის რომ იგი მატჩის MVP გახდა.

შემდეგ მატჩს ადრიატიკის ლიგაზე სერბები 3 ნოემბერს შინ ასევე სერბული პარტიზანის წინააღმდეგ ჩაატარებენ.

გოგა ბითაძის ბრწყინვალე მატჩი მონტენეგროში და გამარჯვება!

სტატიის ავტორი
-