გოგა ბითაძის ორმაგი დუბლი და გამარჯვება ადრიატიკის ლიგაზე (ვიდეო)

ადრიატიკის ლიგის მეშვიდე ტურის მატჩში გოგა ბითაძის “მეგა ბემაქსი” სტუმრად ხორვატულ “ზადარს” დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 80:84 დაამარცხა. როგორც უკვე ტრადიციად იქცა მატჩის საუკეთესო მოტაამშე 19 წლის ქართველი ცენტრი გახდა.

გოგას ანგარიშზე 13 ქულა, 11 მოხსნა და 1 ჩაჭრა იყო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი 24-ს მიაღწია რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი იყო. გოგას გუნდი ლიგას 6 გამარჯვებით და 1 მარცხით ლიდერობს, შემდეგ მატჩს სერბები სტუმრად, სლოვენიურ  “კრკა”-სთან გამართავენ, რომელიც ბოლო ადგილზე იმყოფება.

 

სტატიის ავტორი
-