არც ერთი წუთი გოგას – ინდიანამ სეზონი დაასრულა

“ინდიანა პეისერსმა” სეზონი დაასრულა – ნეით მაკმილანის გუნდი პირველივე რაუნდში “მაიამი ჰიტთან” უშანსოდ, 0:4 დამარცხდა.

სერიის ბოლო შეხვედრა დღეს, გამთენიისას გაიმართა. “ინდიანა” თამაში 12 ქულით, 99:87 დათმო. სამწუხაროდ, ინდიანაპოლისელთა მთავარმა მწვრთნელმა გოგა ბითაძეს სათამაშო წუთები არც მე-4 შეხვედრაში მისცა. საერთო ჯამში, პლეი-ოფი ისე დასრულდა, რომ ახალგაზრდა ქართველი ცენტრი პარკეტზე არ გასულა.

“მაიამი ჰიტი” მე-2 რაუნდში “მილოუკისა” და “ორლანდოს” შორის გამარჯვებულს შეხვდება.

არც ერთი წუთი გოგას – ინდიანამ სეზონი დაასრულა

სტატიის ავტორი
-