გოგას პირველი კომენტარი ჟურნალისტების იგნორზე

როგორც იცით, რამდენიმე წუთის წინ, ინტერნეტსივრცეში გოგა ბითაძის ფოტო ვირუსულად გავრცელდა.

ფოტოზე ასახულია NBA დრაფტის პრესკონფერენცია, რომელზეც ჟურნალისტთა მთელი ყურადღება ზაიონ უილიამსონს დაეთმო რომელიც დრაფტზე პირველ პიკადაა წარდგენილი, გოგა ბითაძე კი მარტო, უყურადღებოდ ზის.

გოგას პირველი კომენტარი ჟურნალისტების იგნორზე 1

ფოტოს კალათბურთის არაერთი ექსპერტი გამოეხმაურა და გოგა გაამხნევა.

აღნიშნულ ფაქტზე გოგა ბითაძემ პირველი კომენტარი გააკეთა: “ამ ფოტომ მოტივაცია ამიმაღლა და უფრო თავმდაბალი გამხადა. ეჭვგარეშეა, რომ ზაიონი შესანიშნავი კალათბურთელია. ამ ყველაფერს ჩემზე ცუდად არ უმოქმედია, რადგან რამდენიმე ჟურნალისტი კითხვების დასასმელად ჩემთანაც იყო მოსული. პროცესით ძალიან აღფრთოვანებული ვარ,” – თქვა გოგამ.

გოგას პირველი კომენტარი ჟურნალისტების იგნორზე

სტატიის ავტორი
-