იანისმა ფინალის შემდეგ, პირდაპირ ეთერში ქათმის 50 ფრთა შეუკვეთა | VIDEO

იანის ანტეტოკუნმპომ ჩემპიონობა განსაკუთრებულად აღნიშნა. ბერძენი კალათბურთელი მთელი დღის განმავლობაში Instagram ლაივში იმყოფებოდა, სადაც გამარჯვებას გულშემატკივართან ერთად ზეიმობდა.

ერთ-ერთ მომენტში “მილუოკი ბაქსის” ლიდერი რესტორანთან შეჩერდა. იანისმა ქათმის 50 ფრთა შეუკვეთა. განსაკუთრებული და მოულოდნელი სტუმრის დანახვისას კი რესტორნის სტაფმა გაოცება ვერ დამალა.

იანისმა ფინალის შემდეგ, პირდაპირ ეთერში ქათმის 50 ფრთა შეუკვეთა | VIDEO 1

“წესით ახლა ლას-ვეგასში, ჩემს მეგობრებთან ერთად ვერთობოდე, მაგრამ აქ ვარ და ქათმის ფრთებს ველოდები საჩემპიონო და ფინალების MVP-ის თასებთან ერთად,” – თქვა ანტეტოკუნმპომ.

იხილეთ ვიდეო:

იანისმა ფინალის შემდეგ, პირდაპირ ეთერში ქათმის 50 ფრთა შეუკვეთა | VIDEO

სტატიის ავტორი
-