ინდიანას მე-14 მარცხი – გოგას არც ჩიკაგოსთან ენდობიან

დღეს, გამთენიისას, NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრა “ინდიანა პეისერსმა” “ჩიკაგო ბულსთან” გამართა და ოვერტაიმში, 112:120 დამარცხდა.

სამწუხაროდ, სათამაშო დრო ისევ არ ეძლევა გოგა ბითაძეს. ახალგაზრდა ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე მხოლოდ 2 წუთი გაატარა. რა თქმა უნდა, 21 წლის ცენტრმა ასეთ მცირე დროში ვერაფერი მოასწრო, გარდა ერთი პერსონალური ჯარიმის აღებისა.

“პეისერსის” მთავარი მწვრთნელის ნეიტ ბიორკგრენის მიერ გოგასადმი უნდობლობა რთული ასახსნელია. საქართველოს ნაკრების კალათბურთელი წინა თამაშებში ძალიან შედეგიანი იყო, თუმცა ბოლო შეხვედრებია გოგა პარკეტზე მხოლოდ 2 წუთით, ან საერთოდაც აღარ ჩანს.

გოგა ბითაძეს მიმდინარე სეზონში 10 წუთში საშუალოდ 4,2 ქულა, 2,2 მოხსნა და 1,1 დაფარება აქვს.

ინდიანას მე-14 მარცხი – გოგას არც ჩიკაგოსთან ენდობიან

სტატიის ავტორი
-