12-13 აგვისტოს თბილისი საერთაშორისო ამხანაგურ ტურნირს “მერიის თასს” უმასპინძლებს.
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები, მსოფლიო ჩემპიონატის წინ მოსამზადებელ პროცესს გაივლის, ამის ფარგლებში კი 12-13 აგვისტოს თბილისში შეჯიბრს ვუმასპინძლებთ, რომელშიც საქართველოს ნაკრებთან ერთად მონაწილეობას მონტენეგროს, ირანისა და იორდანიის ნაკრებები მიიღებენ.
12 აგვისტოს საქართველოს ნაკრები ირანს დაუპირისპირდება, შესაბამისად მონტენეგრო იორდანიას შეხვდება. 13 აგვისტოს კი III და I ადგილისთვის ფინალები გაიმართება.
14 აგვისტოს კი საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩში ირანს დაუპირისპირდება, როგორც ცნობილია მატჩი დახურული იქნება.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მსოფლიოს ჩემპიონატის მოსამზადებელი გრაფიკი და მგზავრობის თარიღები
![იორდანია, ირანი, მონტენეგრო - თბილისში კალათბურთის ოთხთა ტურნირი გაიმართება 1 იორდანია, ირანი, მონტენეგრო - თბილისში კალათბურთის ოთხთა ტურნირი გაიმართება 1](https://www.belive.ge/wp-content/uploads/2023/06/353732307_643833604435783_4846993917044856878_n.jpg)